logo_geo
eng_logo
„ხიდაშელი ერთმანეთისგან რომ ვერ არჩევს იურიდიულ და პოლიტიკურ განცხადებებს, ამის გამო მიიღო 1.5% ბოლო საპარლამენტო არჩევნებში“
- +

8 მარტი. 2017. 00:25



პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებას „რუსთავი 2"-ის ეთერში უპასუხა და აღნიშნავს, რომ მის განცხადებას ჰქონდა პოლიტიკური კონტექსტი, რომელიც ხიდაშელმა ვერ გაარჩია.

 

„არ არის ჩემი საქმე თინა ხიდაშელის განცხადებების კომენტირება, თუმცა თინა ხიდაშელი ერთმანეთისგან რომ ვერ არჩევს იურიდიულ და პოლიტიკურ განცხადებებს, ამის გამო მიიღო 1.5% ბოლო საპარლამენტო არჩევნებში. მე რა განცხადებაც გავაკეთე, იმას ჰქონდა პოლიტიკური კონტექსტი და ამას თუ ვერ არჩევს ხიდაშელი, დარჩება 1.5%-ის ამარა, რაც მიიღო ბოლო საპარლამენტო არჩევნებში", - განახცადა კობახიძემ. 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner