logo_geo
eng_logo
„საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ 17 ივლისიდან, „მოამბის“ გარდა, ყველა გადაცემა დაიხურება
- +

8 მარტი. 2017. 00:35



„საზოგადოებივი მაუწყებლის" მენეჯმენტის ახალი სამოქმედო გეგმის მიხედვით, „პირველ არხზე" 17 ივლისიდან, „მოამბის" გარდა, ყველა გადაცემა დაიხურება. ხოლო ახალი სეზონიდან, კონკურსის წესით შერჩეული ახალი გადაცემები გავა ეთერში. კონკურსი ახალი გადაცემების შესარჩევად, რამდენიმე დღეში უკვე გამოცხადდება. აღნიშნულ გეგმას მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ სამეურვეო საბჭოს სხდომაზე მოაწერა ხელი. გეგმის მიხედვით, ცვლილებები ეხება მეორე არხსაც, სადაც იგეგმება ყველა გადაცემის შეჩერება საპარლამენტო სხდომების ტრანსლირების გარდა. 2018 წლის იანვრიდან კი მეორე არხის ხედვა ჩამოყალიბდება. „საზოგადოებრივ მაუწყებელს" ეკუთვნის „რადიო ერთიც".


„2017 წლის 1 ივნისამდე დასრულდება საზოგადოებრივი რადიოს ეთერის პროგრამული პრიორიტეტების შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს ამ დროისთვის არსებული ხარისხიანი პროდუქტების შენარჩუნებას და რადიოს პოპულარიზაციას".


„საზოგადოებრივი მაუწყებლის" მენეჯმენტი აღნიშნულ გეგმამდე მანამდე არსებული რამდენიმე გეგმის შემდეგ მივიდა. საწყის ეტაპზე მენეჯმენტი მიიჩნევდა, რომ „საზოგადოებრივ მაუწყებელზე" ყველა გადაცემა უნდა დახურულიყო საინფორმაციო გამოშვების გარდა.


მეორე გეგმა, რომელიც მენეჯმენტმა სამეურვეო საბჭოს წევრებს შესთავაზა გადაცემების სამ ნაწილად დაყოფას ითვალისწინებდა.


აღნიშნულის მიხედვით, გადაცემები, რომელთა რეიტინგიც მაუწყებლის საშუალო რეიტინგზე დაბალი იყო, უნდა დახურულიყო.


სამეურვეო საბჭოს წევრი, სულხან სალაძე გეგმას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მენეჯმენტის მიერ დღეს წარმოდგენილი გეგმა ძველისგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ არსებული გადაცემები სატელევიზიო ეთერში 17 ივლისამდე რჩება.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner