არასამთავრობო ორგანიზაცია „ამერიკის ნამდვილი მეგობრები"-ს წევრმა გიორგი ჩიკვაიძემ გადაცემა „რეაქციაში" ტელეკომპანია „რუსთავი 2"-თან და მის გენერალურ დირექტორთან დაკავშირებით ისაუბრა.
„მე განვლილი 9 წლის შესახებ არამარტო ისტორიები მსმენია, არამედ მე ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გამოვცადე. პირადად შევეჩეხე მათ ძალადობას. დღეს კი ამ სიბოროტის შემოქმედი ადამიანი, სიტყვის თავისუფლებას ამოფარებული, ტელევიზიიდან მიკითხავს მორალს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავმიჯნოთ მავნებლობა და სიტყვის თავისუფლება", - განაცხადა ჩიკვაიძემ.