logo_geo
eng_logo
დიმიტრი ლორთქიფანიძე: ევროსასამართლოვ, 2007 წელს სად იყო თქვენი აღმატებულება -მართლმსაჯულება!
- +

8 მარტი. 2017. 04:26



„დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში წერს:


„ევროსასამართლოვ! უპრეცედენტოაო აცხადებთ, გამოხატვისა და საკუთრების უფლების ხელყოფის საჩივრებზე სარჩელის უზრუნველყოფის დროებითი ღონისძიების გამოყენება, ეროვნულ დონეზე მიღებული სასამართლოს საბოლოო აქტის აღსრულებაზეო(!) ასევე, აცხადებთ, რომ აქამდე მხოლოდ სიცოცხლის ხელყოფისა და წამების ფატებზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების განჩინება გაქვთ გამოცემული!

 

მაშ, გაგვეცით პასუხი - ტელე" იმედის" დარბევა 2007 წელს იყო თუ არა რეალური ხელყოფა საკუთრებისა და სიტყვის თავისუფლების! სად იყო თქვენი აღმატებულება -მართლმსაჯულება!

 

რატომ იყავით უმოქმედონი სანდრო გირგვლიანისა და სულხან მოლაშვილის წამებისა და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებთან დაკავშირებულ სტრასბურგის საჩივრებზე და რატომ დაგჭირდათ 4 და 5 წელი გადაწყვეტილებების მისაღებად,რატომ არ გამოიყენეთ ნახსენები პრეცედენტები და რატომ არ შეაჩერეთ სასამართლო აქტების მოქმედება დაუყოვნებლივ , იმავე მეთოდით რითაც ახლა მოქმედებთ სიცრუისა და უზნეობის ინსტალატორი ნაციონალური ERRORI - ის სასარგებლოდ?! გაგვეცით პასუხი!"- წერს დიმიტრი ლორთქიფანიძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner