logo_geo
eng_logo
სოფო ხორგუანი: ცხოვრობდნენ და ერთობოდნენ ჩვენს ხარჯზე, როგორც ცეკას მდივნები...
- +

8 მარტი. 2017. 04:42


 

იურისტი სოფო ხორგუანი facebook-ში წერს:


„რაც შეეხება ხეებსა და ქანდაკებებს. სააკაშვილი ხარჯავდა ჩვენს ფულს ბიუჯეტიდან, ფულს რომელსაც გვპარავდა ჩვენ და იჯიბავდნენ ის და მისი მეგობრები. იპარავდნენ ქანდაკებებში, შადრევნებში, გამწვანებაში, განათებაში, აღმაშენებელზე გაკაფულ ხეებში, წყალგაყვანილობაში, დევნილების სახლებში, აგურსა და ლურსმანში, გრანტებში, ბონებში, სესხებში, სიღნაღში, მესტიაში, წეროვანში, თბილისში. ცხოვრობდნენ და ერთობოდნენ ჩვენს ხარჯზე, როგორც ცეკას მდივნები, ლიკანი ჩაანაცვლეს კაპრით და ესენდუკი ლას-ვეგასით.

 

ივანიშვილი ხარჯავს მის საკუთარ ფულს, სადღაც სოფელში უხდის ფულს ხის მეპატრონეს და გადააქვს ეს ხე პარკში ან სხვა ეზოში. სადღაც მთაში შეყუჟულ კოშკს არემონტებს. ყიდულობს მუსიკალურ ინსტრუმენტებს კონსევატორიისთვის და ფიროსმანს მუზეუმისთვის. მას არ უკითხავს, როგორ ეშოვა ფული და არც ახლა კითხულობს, როგორ დახარჯოს ის, მისი საკუთარი ფული საკუთარი ჯიბიდან.

 

დღეს ოპერაში მივდივარ, აიდას პრემიერაზე. ოპერაში, რომლის განახლებისათვის ბევრი მილიონი სწორედ ბიძინა ივანიშვილმა გაიღო", - წერს ხორგუანი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner