„თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი წევრი მაია ფანჯიკიძე, მისი პარტიისა და „რესპუბლიკელების" შესაძლო გაერთიანებაზე გავრცელებულ ინფორმაციას „პრაიმტაიმისთვის" მიცემულ კომენტარში ეხმაურება. როგორც ფანჯიკიძე აცხადებს, „თავისუფალი დემოკრატები" 2016 წლის არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლას აპირებენ.
„ამის თაობაზე უკვე გაკეთდა კომენტარი. არანაირი მოლაპარაკებები არ ყოფილა, არც იქნება. ეს განხილვის დონეზეც არ არის. ჩვენი პარტია არჩევნებზე გასვლას დამოუკიდებლად აპირებს. ჩვენ ეს უკვე განვაცხადეთ 2014 წლის ნოემბერში, როდესაც გამოვედით კოალიციიდან და არაფერი არ შეცვლილა", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.