logo_geo
eng_logo
ჯარჯი წიკლაური: მამა გიორგი მამალაძემ ციანიდი ამ ეტაპზე გამოძიებით დაუდგენელი პირისგან შეიძინა
- +

8 მარტი. 2017. 15:21



ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, მამა გიორგი მამალაძემ ციანიდი არა ირაკლი მამალაძისგან, არამედ ამ ეტაპზე გამოძიებით დაუდგენელი პირისგან შეიძინა.


მისი თქმით, აღნიშნული პიროვნების დადგენის მიზნით გამოძიება გრძელდება.


ირაკლი მამალაძისაგან, ამ ეტაპზე როგორც ირკვევა, არ შეუძენია. შეთანხმებისამებრ, იგი აღარ შეხვდა მამალაძეს და გერმანიაში გამგზავრებამდე სხვა პირისგან შეიძინა აღნიშნული ნივთიერება", - განაცხადა წიკლაურმა.


ამასთან, პროკურორი გამოეხმაურა გავრცლებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ჩანთაში ციანიდი „ჩაუდეს".

 

გვინდა, გამოვეხმაუროთ აბსურდულ ეჭვებს, რაც შეეხება ციანიდის ჩადებასთან დაკავშირებით. ცალსახად გვინდა აღვნიშნოთ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, როდესაც ბრალდებულმა ჩააბარა მისი ბარგი, ამ ბარგის ამოღება მოხდა აეროპორტის თანამშრომლების თანდასწრებითა და მათი მონაწილეობით. ადგილზე დაილუქა და გაკეთდა შესაბამისი ხელმოწერები. დალუქული ბარგი საგამოძიებო ორგანოში გავხსენით ბრალდებულისა და მისი ადვოკატის თანდასწრებით. მათ დეტალურად შეამოწმეს ლუქის მთლიანობა, რომელიც დარღვეული არ ყოფილა და ამის შესახებ ლუქში მითითებულია. მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ, რომ ლუქის მთლიანობა არ იყო დარღვეული, ბრალდებულმა ჩემოდანი კოდური საკეტით, რომელიც მხოლოდ მან იცოდა, პირადად გააღო. ეს ყველაფერი არის დასურათებული და აღბეჭდილი ფოტოგადაღებით, სურათებით. ამდენად, აბსურდულია ეჭვები, თითქოს რაიმე მანიპულაცია მოხდა ამ საგამოძიებო მოქმედებისას", - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner