სირიელმა მებრძოლებმა ჰამას პროვინციაში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოსა" და „ჯაბჰატ ფატაჰ ალ შამის" 40 მებრძოლის ლიკვიდაცია განახორციელეს.
ტერორისტების ლიკვიდაცია ალ-ბუეიდას, კლეიბ ალ-საურისა და ალ-ლუეიბდას რაიონებში განხორციელდა.
სირიის არმიამ ასევე ქალაქ დარაში რამდენიმე შენობა დაიკავა, რომელსაც მანამდე დაჯგუფების მებრძოლები აკონტროლებდნენ.