საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ პროკურატურის მტკიცებულების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა, რომ არანაირი ეჭვი არ არსებობს პროკურატურის მტკიცებულებეში ეჭვის შეტანის.
„მტკიცებულების მხოლოდ ნაწილს გავეცანით და მამა გიორგი მამალაძეს ჰყავს თუ არა თანამზრახველები, არ ვიცით.
ამ ეტაპზე არანაირი საფუძველი იმისა, რომ ეჭვი შევიტანოთ პროკურატურის მტკიცებულებეში არ გაგვაჩნია, იმიტომ რომ მტკიცებულებებს აქვს თავისი სტადიები. ერთია მტკიცებულებების მოპოვება, დამაგრება და შეფასება. საქართველოს საპატრიარქო ობიექტურად ადევნებს ამ მოვლენებს თვალს და დაელოდება ამ მტკიცებულების შეფასების სტადიას - თუ ის რამდენად ავთენტურია. ამ ეტაპზე არ გვაქვს უფლება, შევიტანოთ რაიმე ეჭვი", - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.
მისივე თქმით, საქართველოს საპატრიარქო მოგვიანებით განცხადებას ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნებს.