logo_geo
eng_logo
ვახტანგ მაისაია: ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოსთვის ხელსაყრელი ვითარება მწიფდება!
- +

8 მარტი. 2017. 17:09



„ნამდვილად არსებობს შანსი, აფხაზეთში ვითარება საჩვენოდ შემოტრიალდეს!" - ამის შესახებ პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების ექსპერტმა, პროფესორმა ვახტანგ მაისაიამ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა. როგორც მაისაია ამბობს, სოხუმში ჩამოყალიბდა ახალი პოლიტიკური პარტია „აინარი", რომელიც პირდაპირ თუ არა, ირიბად არის საქართველოს მოკავშირე რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ.


„ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოსათვის ხელსაყრელი ვითარება მწიფდება! აფხაზურ საზოგადოებაში გაჩნდა სეგმენტი, რომელიც რუსულ ოკუპაციასა და ანექსიას ეწინააღმდეგება, კერძოდ, სოხუმში ჩამოყალიბდა ახალი პოლიტიკური მოძრაობა „აინარი", რომელიც ახალგაზრდა პოლიტიკოსებით არის დაკომპლექტებული და ისინი აფხაზური ნაციონალიზმის იდეას ავითარებენ, რითიც, პირდაპირ თუ არა, ირიბად მაინც ხდებიან საქართველოს მოკავშირეები რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ.

 

გარდა ამისა, აფხაზეთში დაბრუნდა და პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთო ალექსანდრე ანქვაბი, რომლის პროქართული განწყობაც საყოველთაოდ ცნობილია. იგი 2013 წელს დე-ფაქტო პრეზიდენტის პოსტიდან სწორედ იმიტომ გადააყენეს, რომ პროქართული სენტიმენტებით არის განსჭვალული. დიდი ალბათობით, ალექსანდრე ანქვაბი, ასლან ბჟანიასთან ერთად, „ამცახარას" ლიდერი გახდება და არავინ იცის, აფხაზეთის მომავალ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებში ძალთა გადანაწილება როგორ მოხდება.

 

მოკლედ, საქართველოს ხელისუფლება გამჭრიახობასა და პოლიტიკურ მარიფათს თუ გამოიჩენს, ნამდვილად არსებობს შანსი, აფხაზეთში ვითარება საჩვენოდ შემოტრიალდეს!

 

და კიდევ: აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ურთიერთობების დათბობაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ითამაშებს რუხისა და ერგნეთის ბაზრობების აღდგენა თავისუფალი ეკონომიკური ზონის ფორმატში! დროა, ხელისუფლებამ ამ მიმართულებით აქტიური ნაბიჯები გადადგას", - განაცხადა მაისაიამ. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner