logo_geo
eng_logo
დეკანოზი ილია ჭიღლაძე: დაზაფრულმა და შეძრწუნებულმა ვუსმინე ცხვრის ტყავში გახვეულის საუბრების ჩანაწერებს...
- +

8 მარტი. 2017. 17:56




„დაზაფრულმა და შეძრწუნებულმა ვუსმინე ცხვრის ტყავში გახვეულის საუბრების ჩანაწერებს. სად იზრდებიან ასეთი გარეწრები?! ვინ აწინაურებს მათ?!" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში დეკანოზი ილია ჭიღლაძე წერს.


დეკანოზი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს ეხმიანება, სადაც დეკანოზ გიორგი მამალაძის საუბარია აღბეჭდილი.  


„დიდი მადლობა საქართველოს პროკურატურას გაწეული დიდი და სახელმწიფოებრივი საქმისათვის. ხალხს კი კიდევ ერთი მაგალითი აქვს, როგორი სიფრთხილე და დაკვირვებულობაა საჭირო, სანამ დასკვნებს გააკეთებ წინასწარ ვინმეს სასარგებლოდ და დაიწყებ სამართლადამცველი ორგანოების ლანძღვას..." - წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

 

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner