logo_geo
eng_logo
ლევან იზორია: პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გავრცელებისგან არცერთი სახელმწიფო დაცული არ არის!
- +

30 მარტი. 2016. 01:42


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, ლევან იზორიას შეფასებით, მუქარის შემცველი თუ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გავრცელებისგან არცერთი სახელმწიფო დაცული არ არის. როგორც იზორიამ პარლამენტში სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სუს-ის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, ამ პრობლემის გადაჭრას ისეთი განვითარებული ქვეყნებიც კი ვერ ახერხებენ, როგორიცაა: ბელგია, საფრანგეთი და გერმანია.


მე მინდა ერთი მაგალითი მოგიყვანოთ, ბელგიაში იცით, რომ განხორციელდა ტერორისტული აქტი და სულ რაღაც ორი დღის წინ გავრცელდა მუქარა, რომ მსგავს ტერორისტულ აქტებს ადგილი ექნება ევროპაში. ამ დიდი საფრთხის პრევენცია, ასეთი ვიდეოჩანაწერების გავრცელების პრევენცია რატომ არის შეუძლებელი განვითარებული ქვეყნებისთვისაც კი? იმიტომ, რომ ეს, მართლაც, შეუძლებელია. ეს რომ შესაძლებელი იყოს, ასეთი დიდი თავდასხმების და ტერორის შემდეგ, რომელიც განხორციელდა სულ რაღაც ერთი კვირის წინ და როდესაც ამ განხორციელებული აქტის შემდეგ კვლავ მუქარის შემცველი ჩანაწერები ჩნდება, ბელგიელს, გერმანელს, ფრანგს ხომ გაუჩნდება კითხვა - რას აკეთებს სახელმწიფო, რომ ეს მუქარები და ჩანაწერები არ გავრცელდეს? ასეთი ვიდეოჩანაწერების გავრცელებისგან, ასეთი საფრთხეებისგან არცერთი სახელმწიფო დაცული არ არის. ამ თემებს პოლიტიკურად ნუ ავწევთ", - განაცხადა იზორიამ.



როგორც სუს-ის უფროსის მოადგილემ აღნიშნა, ამერიკაშიც კი ტერორიზმის საფრთხეზე წინ კიბერსაფრთხეები და ტექნოლოგიური სააფრთხეები დგას.



ამერიკის დაზვერვის სამსახურმა 9 თებერვალს გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ტერორიზმის საფრთხეზე წინ კიბერსაფრთხეები და ტექნოლოგიური საფრთხეებია დაყენებული. ტერორიზმის საფრთხის შემცველი აუდიო თუ ვიდეოჩააწერის გავრცელება, სამწუხაროდ, საქართველოშიც ხდება და ამისგან აბსოლუტურად დაცული არავინ არის. სიმართლე უნდა ვუთხრათ მოსახლეობას, ამისგან დაცული ვერცერთი ქვეყანა ვერ იქნება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაქსიმალური რესურსი არ იქნეს გამოყენებული", - აღნიშნა იზორიამ.



მისივე განცხადებით, ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმესთან დაკავშირებით საქართველოს პარტნიორ ქვეყნებთან ერთად აქტიური გამოძიება მიმდინარეობს და ყველაფერი გაკეთდება დაანონსებული მუქარების თავიდან ასაცილებლად.



თქვენ იცით, რომ ჩვენ იმ დღესვე მივმართეთ ჩვენს ამერიკელ კოლეგებს, მივმართეთ ოფიციალურად ჩვენს პარტნიორებს, რათა მათი რესურსები და შესაძლებლობები გამოყენებული იყოს იმისთვის, რომ მოხდეს იდენტიფიცირება, თუ საიდან მოხდა ამ კადრების ატვირთვა, ამ IP მისამართების დადგენა და ვინ არის ამ IP მისამართების უკან. ამ მიმართულებით გამოძიება დაწყებულია, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ჩართულები არიან და ამ თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენ ყველა ღონეს მივმართავთ, ის მუქარები და განცხადებები, რომლებიც კონკრეტულ რიცხვებს უკავშირდება, იქნეს თავიდან აცილებული და აღკვეთილი. მოსახლეობას ილუზია ნამდვილად არ უნდა შევუქმნათ, რომ ამ ბრძოლაში წარმატებული მხოლოდ ერთი ქვეყანა იქნება", - განაცხადა იზორიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner