პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის საქმეზე პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე საუბარს 8 მარტის მილოცვით გაექცა.
„პირველ რიგში, 8 მარტს მოგილოცავთ და არანაირ კომენტარს არ ვაკეთებ. მგონი, ჯობია, 8 მარტი აღნიშნოთ საყვარელ ადამიანებთან ერთად, არანაირ ინტერვიუს არ ვიძლევი, თუ შეიძლება, გაგითიშავთ",- განუცხადა „პირველს" სოსო ოხანაშვილმა.