logo_geo
eng_logo
გიორგი მამალაძე: მე წავალ ბოტკოველის, შორენას ან მამა დავით ჭინჭარაულის ადგილზე
- +

8 მარტი. 2017. 18:21



პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმეში არსებული მტკიცებულებების ნაწილი გაასაჯაროვა, მათ შორის ვიდეო და აუდიო ჩანაწერები.


ჩანაწერებიდან ჩანს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე საქმის მთავარ მოწმეს ირაკლი მამალაძეს ციანიდს სთხოვს, თუმცა, არ ჩანს, ვისთვის სჭირდება ციანიდი.


ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე გეგმის განხორციელების შემთხვევაში მამა დავით ჭინჭარაულის ადგილის დაკავებას გეგმავს.


გიორგი მამალაძე: ესენი იბრძვიან, რომ მე მოხვდე იქ...


ირაკლი მამალაძე: სად?


გიორგი მამალაძე: შიგნით, რაღაც თანამდებობაზე.


ირაკლი მამალაძე: საპატრიარქოში? რამდენი თანამდებობა გინდა, მამაო?


გიორგი მამალაძე: ქონებაში ხომ ვარ. ჩვენ ქონება არ გვაწყობს, რა. ქონება ისეთი თემა არაა. ეს იყო იმისთვის, რომ იქ შევსულიყავით ჩვენ. მე წავალ ბოტკოველის ადგილზე, შორენას ადგილზე, უფრო, პირველ რიგში, მამა დავითის ადგილზე.


ირაკლი მამალაძე: მამა დავითი, რომ როხროხებს, ისაა?


გიორგი მამალაძე: არა, ჭინჭარაული, არ ჩანს ეგ. პატრიარქს რომ უდგას სულ უკან, ეგაა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner