logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: გინდათ რაც შეიძლება მალე დაამხოთ ეკლესია და ხელისუფლებაც!
- +

8 მარტი. 2017. 21:41


 

„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ძალიან მიკვირს, დღეს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებში როცა საძიებო სისტემებზე მიდის საუბარი ზოგიერთის ქილიკი და სიცილ-კისკისი რას ემსახურება.

თქვე დალოცვილებო თუ არ გინდათ მოისმინოთ და დაინახოთ ეს სულ სხვა თემაა.

1. არ დადასტურდა ის რომ დეკანოზი მამალაძე ციანიდით მაღალი სასულიერო პირის მოწამვლას აპირებდა.

2. არ დადასტურდა რომ ბერლინში მიჰქონდა საწამლავი.

3. არ დადასტურდა, რომ თანამდემდებობრივ აღზევებას გეგმავდა დანაშაულის ჩადენის შემდეგ.

4. არ დადასტურდა, რომ მარტო არ იყო ამ საქმეში და სხვა პირებიც ერივნენ, მაგრამ თქვენ ამ საქმის და დანაშაულის გახსნა კი არ გაინტერესებთ, არამედ გინდათ რაც შეიძლება მალე დაამხოთ ეკლესია და ხელისუფლებაც, რადგან თქვენ ხართ სააკაშვილის ღია და ფარული მონები!!!!", - წერს მჟავანაძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner