მსახიობ შორენა ბეგაშვილის შვილისთვის დღეს ჩატარებული 4 საათიანი ოპერაცია გართულებების გარეშე დასრულდა. ინფორმაციას იაშვილის კლინიკა საკუთარ facebook გვერდზე ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პაციენტი გადაყვანილია კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში.
"იაშვილის კლინიკის ტრავმატოლოგთა გუნდის მიერ ჩატარებული 4 საათიანი ოპერაცია გართულებების გარეშე დასრულდა. პაციენტი გადაყვანილია კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში", - ნათქვამია განცხადებაში.
შორენა ბეგაშვილის 14 წლის ქალიშვილი რამდენიმე დღის წინ საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოვარდა.