logo_geo
eng_logo
ირაკლი მამალაძე: გიორგი მამალაძე ფულს ბერლინში მყოფი ადამიანებისგან ელოდებოდა
- +

8 მარტი. 2017. 23:19



ე.წ ციანიდის საქმის ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ ირაკლი მამალაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ფულს ბერლინში მყოფი ადამიანებისგან ელოდებოდა. მისი თქმით, საქმეში ბრალდებული დეკანოზი ბერლინში ვერ მიფრინავდა, რადგან ის ციანიდს ვერ შოულობდა.

 

„მე ვერ შევიტან ეჭვს პროკურატურის მუშაობაში, რადგან პროკურატურა მუშაობდა ძალიან ფრთხილად. გარდა ამისა, მამა გიორგი ინტენსიურად მიკავშირდებოდა 1-ელი თებერვლიდან 7-8 თებერვლამდე, თუმცა, ბერლინში გამგზავრებამდეც ის გაუჩინარდა და არ დაურეკავს ჩემთვის. მამა გიორგი ვერ მიდიოდა ბერლინში იმის გამო, რომ მას არ ჰქონდა ციანიდი", - აღნიშნა ირაკლი მამალაძემ.


კითხვაზე: - ვისგან ელოდებოდა გიორგი მამალაძე თანხის მიცემას და იყო თუ არა ის სასულიერო პირი, ირაკლი მამალაძე კონკრეტიკისგან თავს იკავებს, თუმცა აცხადებს, რომ ბრალდებული დეკანოზი თანხას ბერლინმში მყოფი ადამიანებისგან ელოდებოდა.


„გიორგი მამალაძე ფულს ბერლინში მყოფი ადამიანებისგან ელოდებოდა, მე ვერ დავაკონკრეტებ, ვინ იყვნენ ეს ადამიანები", - განაცხადა ირაკლი მამალაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner