საბურთალოს რაიონში, მირიან მეფის ქ. N 50-თან, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წყალსადენის ქსელი დაზიანდა.
ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია კოპანიის ტექნიკური ჯგუფი და დაზიანების აღმოსაფხვრელად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 8 მარტის, 22:30 საათიდან, 9 მარტის, დილის 08:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:
საბურთალოს რაიონში:
დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონებს.
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - - http://www.gwp.ge
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.