ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„რუსთავი 2"-მა სიტყვის „თავისუფლება" გამოიყენა და დღეს "ქართუს" მიერ ბათუმისთვის ნაჩუქარი რაგბის კომპლექსის სიუჟეტში სიტყვა არ დაძრა ფონდ „ქართუზე". თქვენი ბოღმიანი იგნორი არც „ქართუ"-ს დააზარალებს, არც ბათუმს და არც რაგბის. პატარები ხართ მაგ დაბრალებულ თავისუფლებაშიც და სამართლიანობაშიც",- წერს უძილაური.