logo_geo
eng_logo
სარა უილიამსონი: რეინვესტირება დასაქმებას ხელს შეუწყობს!
- +

29 მარტი. 2016. 21:11


ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტის სარა უილიამსონის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო მათ რჩევებს ითვალისწინებს.


ამის შესახებ მან საგადასახადო რეფორმის შესახებ საუბრისას განაცხადა.


"ძალიან მნიშვნელოვანია ესტონური მოდელის დანერგვა და მოხარულები ვართ, რომ სახელმწიფო ჩვენს რჩევებს ითვალისწინებს. ბიზნესი მოგების გადასახადისგან გათავისუფდლება. რეინვესტირება კი, ხელს შეუწყობს არა მარტო დასაქმებას, არამედ, ქვეყნის ეკონომიკასაც. რთულია იმის თქმა, როდის მოხერხდება ეს, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ 2017 წლის იანვარში, ეს უკვე შესაძლებელი იქნება", - აცხადებს უილიამსონი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner