დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ითქვა, რომ თითქოს საქართველოს ეკლესიამ არასწორი ქმედების გამო დაკარგა დიდი მრევლი ვიღაც უცხოელი ვითომდა კათოლიკე ეპისკოპოსის არ შემოერთების გამო, რითაც ეკლესია დაზიანდა, რადგან ის ეპისკოპოსი შემდეგ მიიღო მოსკოვის საპატრიარქომ თავის იურისდიქციაში მღვდლის წოდებით. უნდა გითხრათ, რომ ის პიროვნება ორიოდე თვეში მოსკოვის საპატრიარქოსაც განუდგა და სქიზმაში გავიდა კვლავ და თავი გამოცხადა მიტროპოლიტად. ჩვეულებრივი ავანტურისტი თვითმარქვია იყო და მადლობა უფალს, რომ არ შემოიერთა საქართველოს საპატრიარქომ...", - წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.