logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: ნიკა გვარამია თავისი მენტალიტეტით ვერანაირად ვერ იქნება თავისუფალი სიტყვის მთქმელი!
- +

9 მარტი. 2017. 02:56



ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„ფრაგმენტები სტატიიდან, რომელიც ხვა „საქართველოს რესპუბლიკაში" დაიბეჭდება:

არ მესმის ფრაზა: - „საჯაროდ ვიწვევ სათანამშრომლოდ საერთაშორისო დონის, ევროპელ მედიაექსპერტებს და სპეციალისტებს".

უცხოელმა მედიაექსპერტმა, რომელსაც „ნიუ-იორკ ტაიმსის", CNN-ის და ლარი კინგის მეტი არაფერი უნახავს, როგორ უნდა შეაფასოს ქართულ მედიაში არსებული მდგომარეობა? დასავლური მედიის პრობლემები და ჩვენს მედიაში არსებული მდგომარეობა, ცა და დედამიწასავით განსხვავდება ერთმანეთისგან.

თუ შეძლებენ მედიაომბუსმენი და „შანაევთან ნაწოლი" ქართველი „ექსპერტები", რომლებიც მაშინვე მიეტმასნებიან თბილ ადგილს, სიტყვა „რეიტინგის" ზუსტ განმარტებას? გაავლებს თუ არა გამყოფ ზღვარს „რეიტინგსა" და „ნახვადობას" შორის? მიხვდება, თუ არა იმას, რომ ამა თუ იმ გადაცემის წამყვანმა, ან ბლოგერმა, რუსთაველზე შიშველმა რომ ირბინოს, დიდი „ნახვადობა" ექნება, მაგრამ რეიტინგის რა მოგახსენოთ?

მისცემს თუ არა შეფასებას იმას, რომ სწორედ ნაციონალურმა მოძრაობამ მოკლა სიტყვის თავისუფლება იმთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ამაყად განაცხადა - მე ქართულ გაზეთებს არ ვკითხულობო და მისმა ზონდერებმა ჯერ ბეჭდური მედიის გავრცელება მოსპეს და შემდეგ, 2010 წლის აგვისტოში ჟურნალისტიკის მთავარი ფორპოსტი, გამომცემლობა „სამშობლო" დაარბიეს და ამის გამო საზოგადოების ჯანსაღად მოაზროვნე ნაწილის მხოლოდ მცირე რაოდენობას მიუწვდება ხელი ბეჭდურ მედიაზე, ხოლო ნამდვილი თავისუფალი სიტყვა და ხალხის ხმა, ფაქტობრივად დახშულია ფსევდოდემოკრატიით, ფსევდოთავისუფლებით და ფსევდოლიბერალიზმით.

 

მიხვდება, თუ არა იმას, რომ ნიკა გვარამია და მისი გუნდი, თავისი მენტალიტეტით, თავისი მსოფლმხედველობით ვერანაირად ვერ იქნება თავისუფალი სიტყვის მთქმელი, რად უნდა იმას მტკიცება, რომ ე.წ. სახალხო დამცველი, ნამდვილად არ არის ის, რასაც სახალხო დამცველი ჰქვია, რად უნდა იმას მტკიცება, რომ ე.წ. სამოქალაქო სექტორი, სულაც არ აპირებს სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობას?"


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner