ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი საპატრიარქოს გარშემო განვითარებული მოვლენებს გამოეხმაურა.
„საქართველოს პატრიარქი ილია მეორე წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან ფიგურას. რასაკვირველია, პირველ რიგში, ერის გამაერთიანებლის როლს თამაშობს, ის ტოლერანტობის და სათნოების მაგალითია. მე პირადად ვლოცულობ მისი ჯანმრთელობისთვის, ვუსურვებ ხანგრძლივ სიცოცხლეს და, რა თქმა უნდა, ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს", - განაცახადა იან კელიმ.