logo_geo
eng_logo
ქალთა შორის სროლაში გამართულ ტურნირში თბილისის საკრებულოს აპარატის თანამშრომელმა საპრიზო ადგილი დაიკავა
- +

9 მარტი. 2017. 11:34

 

რვა მარტს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით თბილისის მერიის, საკრებულოსა და რაიონული გამგეობების მანდილოსნებისთვის სროლაში (პნევმატური იარაღით) ტურნირი ჩატარდა.

 

შეჯიბრში, რომელიც ნინო სალუქვაძის სახელობის ტირში გაიმართა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის გუნდიდან საპრიზო ადგილი საკრებულოს საორგანიზაციო განყოფილების თანამშრომელმა ხათუნა მამფორიამ დაიკავა.

 

მონაწილე ქალბატონებს სიმბოლური საჩუქრები და სიგელები გადაეცათ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner