logo_geo
eng_logo
ინტერნეტპორტალ „სარბიელის“ მედიატურნირი დომინოში - პირველად საქართველოში
- +

9 მარტი. 2017. 11:38

 

 

10 მარტს, ქართულ რეალობაში  პირველად, მედიის წარმომადგენლები ერთმანეთს დომინოს თამაშში შეეჯიბრებიან.

 

ამ იდეის ავტორი და ორგანიზატორია სპორტული ინტერნეტპორტალი „სარბიელი". ტურნირი 10 მარტს „დიდუბე პლაზას" ფოიეში (აკაკი წერეთლის გამზირი №116) 15:30 საათზე დაიწყება.

 

ინტერნეტპორტალი ტურნირში მონაწილეობისთვის ეპატიჟება ნებისმიერი მედიასაშუალების წარმომადგენლებს - როგორც მამაკაცებს, ასევე ქალბატონებს.

 

თამაშის პარალელურად, გულშემატკივართა გასართობად მოეწყობა სახალისო და საინტერესო თამაშები.

 

„სარბიელის" შემოქმედებითი გუნდი ტურნირის მონაწილეებისა და სტუმრებისთვის ბევრ სიურპრიზს და საჩუქარს ამზადებს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner