ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტ ანტონის განცხადებით, მისთვის სინოდის სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები უცნობია.
კითხვაზე, სჯერა თუ არა ე.წ. ციანიდის საქმეზე პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული მტკიცებულების, მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ „ასეთ შემთხვევაში ქვეყანაში ვის უნდა დაუჯეროს, პროკურატურას თუ არა?".
„როგორ გითხრათ, აბა, ქვეყანაში ვისი უნდა დაიჯერო, პროკურატურის თუ არა? ვერსიები მაქვს. ნებისმიერი ადამიანი, რასაც უყურებს, გამოაქვს თავისი დასკვნები. იმისთვის, რომ ჩემი დასკვნები არ გამოვიტანო, ამისთვის არის სინოდი დღეს. გავიგებთ ყველაფერს ამას", - განაცხადა მეუფე ანტონმა.
საპატრიარქოში რამდენიმე წუთში წმინდა სინოდის სხდომა დაიწყება.