საპატრიარქოში შესვლამდე ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დარწმუნებულია, დეკანოზი გიორგი მამალაძე არავის მოწამვლას არ აპირებდა.
„გავრცელებულმა კადრებმა დაგვანახა, თუ როგორი არ უნდა იყოს სასულიერო პირი, თუ რა არასახარბიელო გარემოცვაა სასულიეროს პირების, პატრიარქის და საპატრიარქოს წიაღში", - განაცხადა მეუფე პეტრემ.
როგორც მეუფე პეტრემ აღნიშნა, ამ ყველაფერმა ნათლად დაანახა, რომ ნამდვილად საჭიროა „რაღაც მსგავსი რუის-ურბნისის".
„მამა გიორგი არავის მოსაწამლად არ მივიდოდა, ამაში დარწმუნებული ვარ", - განაცხადა მეუფე პეტრემ.