წილკნის მიტროპოლიტმა ზოსიმემ საპატრიარქოსთან წმინდა სინოდის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ წმინდა სინოდის სხდომაზე ეკლესიის მოფრთხილების შესახებ იქნება საუბარი.
მეუფე ზოსიმესთვის უცნობია, იქნება თუ არა საუბარი კონკრეტულად ბრალდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით.
მიტროპოლიტის განცხადებით, სინოდის სხდომაზე გუშინდელ ვიდეოჩანაწერებზე საუბარი უწმინდესის ნებაა.
„ეკლესიის მოფრთხილებაა საჭირო. ეკლესია ფაქიზი მარგალიტია, უნდა მოვუფრთხილდეთ მას", - განაცხადა მეუფე ზოსიმემ.