logo_geo
eng_logo
ედიშერ ქარჩავა: ვერსია, თითქოს გიორგი მამალაძეს შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა ციანიდი, აბსურდულია
- +

9 მარტი. 2017. 13:27



საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას განცხადებით, შორენა თეთრუაშვილისთვის გაუგებარია, რა მოტივით უნდა განეხორციელებინა მამა გიორგი მამალაძეს მისი მკვლელობა, ვინაიდან მათ შორის არანაირი კონფლიქტი არ არსებობდა.


პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ვერსია, თითქოს გიორგი მამალაძეს შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა ციანიდი, აბსურდულია. ამას ქალბატონი შორენა არ ადასტურებს. ასევე, არ ადასტურებს გაუგებარ, თითქოსდა თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ასევე აბსურდულია. მამა გიორგის ეს მსჯელობა, ალბათ, გარკვეულწილად, დასაბუთებული უნდა იყოს. დანარჩენი, თუ რამე შეკითხვა იყო პროკურატურის მხრიდან, ქალბატონმა შორენამ აბსოლუტურად ყველაფერზე პასუხი გასცა", - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner