logo_geo
eng_logo
შალვა ხუციშვილი: უკონტაქტო პატრულის მიერ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის მოპოვების საფრთხე არ არსებობს
- +

9 მარტი. 2017. 13:28



შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა უკონტაქტო პატრულის მიერ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ამის საშიშროება არ არსებობს.


ჩვენ პარლამენტში შევთანხმდით ყველა იმ მნიშვნელოვან გარემოებაზე და პირობაზე, რომელიც დააზღვევს უკონტაქტო პატრულს, რათა ის ბოროტად არ იყოს გამოყენებული. მასალების შენახვის ვადა არის 24 საათი, რის შემდეგაც ის უნდა განადგურდეს. პირად ცხოვრებას უკონტაქტო პატრული ვერანაირად ვერ ჩაიწერს, რადგან გადაღება ხდება საჯარო სივრცეში და ყველა მოქალაქე, რომელიც ამ საჯარო სივრცეში შედის, გაფრთხილებულია ჩაწერასთან დაკავშირებით. შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები იქნება განთავსებული და ყველას ექნება მოლოდინი, რომ იქ მიმდინარეობს ვიდეოგადაღება. წინ არის პირველი და მეორე მოსმენები პარლამენტში, წინ გვაქვს ღია დისკუსიები და საზოგადოება დაინახავს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის მოპოვების არავითარი საფრთხე არ არსებობს", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner