logo_geo
eng_logo
მამუკა ხუციშვილი: რომან გოცირიძე მუდამ ვიღაცის შეკვეთებს ასრულებდა!
- +

29 მარტი. 2016. 19:30


ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მამუკა ხუციშვილი „ასავალ-დასავალთან" ეკონომისტ რომან გოცირიძეზე საუბრობს და ამბობს, რომ ესაა პიროვნება, რომელიც მუდამ ვიღაცის შეკვეთებს ასრულებდა და სხვის დაკრულზე ცეკვავდა. მისივე თქმით, რომან გოცირიძე პროფესიონალიზმით არასდროს გამოირჩეოდა.


 

„რომან გოცირიძესთან ერთად ეროვნულ ბანკში ვმუშაობდი და ვიცი, ვინც არის. ყურადღებით ვაკვირდები „რუსთავი2"-ზე მის ბოლო განცხადებებს და გაოცებული ვარ, ნაციონალებს ისეთი ოსტატობით „აპრავებს". კერძოდ, ცინიზმის მწვერვალს წარმოადგენდა ფრაზა, რომ გოცირიძის ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის დროს გიორგი ქადაგიძეს  მისთვის უთხოვია - ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსად დამნიშნეო და ისიც დათანხმებულა. ჯერ ერთი, ეროვნულ ბანკში ქუჩიდან მოსულს ვინ სად დანიშნავდა? და, მეორეც, ეტყობა, უნდა, ადეიშვილის გუნდის ფავორიტი , პროკურატურის დეპარტამენტის უფროსად ნამუშევარი ქადაგიძე ხალხს ახალი სახით წარმოუჩინოს!

 

ასევე, როცა ქადაგიძემ ამავე ტელევიზიის ეთერში უსუსტესი ანგარიში წარმოადგინა, გოცირიძემ „გაახსენა" - ყოველთვის მაგარი იყავი და თავის დროზე შენი მუშაობა ისე მომეწონა, 25 წლის კაცს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სკამი დაგითმეო! ამას ისეთი სერიოზულობით აცხადებდა, ვიფიქრე, ეს ადამიანი ან ექიმთანაა შესამოწმებელი, ანდა სრულიად საქართველოს დასცინის-მეთქი.

 

ვაცხადებ, ესაა პიროვნება, რომელიც მუდამ ვიღაცის შეკვეთებს ასრულებდა და სხვის დაკრულზე ცეკვავდა. დავიწყებ იქიდან, რომ ჩვენ არამარტო ერთ ბანკში ვმუშაობდით, ერთად ვსწავლობდით კიდეც. ვინ წარმოიდგენდა, რომ ამ კაცს, რომელიც პროფესიონალიზმით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის, ნაციონალები ისევ წამოატივტივებდნენ? მაგრამ, ეტყობა, პატრონებს ნამუსი უნდა შეუნახოს", - აცხადებს ხუციშვილი.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner