„ციანიდის საქმის" მოწმის ირაკლი მამალაძის განცხადებით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ ეფექტურად იმუშავა.
„ზოგიერთისთვის თუ არაფერს ნიშნავს ადამიანის მკვლელობა, ჩემთვის მთავარია ის, რომ ამჯერად სიცოცხლე გადავარჩინე. მე არ ვიცი, საბოლოოდ ვისგან შეიძინა მამა გიორგიმ ციანიდი, რომელსაც მე სთხოვდა. ვინმეს თუ აწყობდა, რომ ეს ამბავი სიკვდილით დასრულებულიყო და შემდეგ ეთქვათ, აი, რა უნიათოა ჩვენი მთავრობა, ვერ აღკვეთა ასეთი დანაშაულიო, ცხადია, ის ახლა დამწუხრებული და გამწარებულია. მე ასეთების აზრი არ მაინტერესებს, რადგან პროკურატურამ მართლაც კარგად იმუშავა", - განაცხადა ირაკლი მამალაძემ ტელეკომპანია „იბერიას" ეთერში.