ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი სტრასბურგის სასამართლოს მიერ „რუსთავი2"ის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება.
„15 წლის წინ გააგზავნა სტრასბურგში ერთმა ჩემმა ახლობელმა სარჩელი, დემოკრატიის აკვანმა უპასუხა, მივიღეთ თქვენი სარჩელიო და ბასტა, იმის მერე არაფერი ისმის „იქიდან". ნაცწარსულიდან სამი პატიმარი ვიცი, სტრასბურგს მიმართეს, წამლებს არ გვაძლევენ, გვხოცავენ, გვაწამებენო და ისე გამოასვენეს სამივე ციხიდან, პასუხი არ აღირსა დემოკრატიის აკვანმა. ჰოდა, რა მინდოდა მეთქვა, კი დამავიწყდა..." წერს დარეჯან მეფარიშვილი.