logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: ქართველი საზოგადოება არ დაუშვებს, ლტოლვილთა რიცხვის გაზრდით დემოგრაფიულ სურათს საფრთხე დაემუქროს
- +

9 მარტი. 2017. 15:23



ლტოლვილთა ბანაკების საქართველოში განთავსების შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრ სებასტიან კურცის ინიციატივაზე ექსპერტმა მამუკა არეშიძემ „ახალ თაობასთან" ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში ლტოლვილთა მიღება მიმდინარეობს, მაგრამ მათი რიცხვი 300-400-ზე მეტად არ გაიზრდება. ექსპერტის თქმით, ქართველი საზოგადოება არ დაუშვებს, ლტოლვილთა რიცხვის გაზრდით დემოგრაფიულ სურათს საფრთხე დაემუქროს.



 

„მოლაპარაკება ვერანაირად ვერ იქნებოდა. ეს ან სებასტიან კურცის პირადი ინიციატივა იყო, მას მხოლოდ საქართველო არ უთქვამს, მან თქვა, ეგვიპტეშიც და დასავლეთ ბალკანეთშიცო. არც ის არის გამორიცხული, რომ შეგნებულად გახმოვანდა და რეაქციას დაელოდონ.

 

შეფასებები მოვისმინე, რომ რუსეთისთვის ეს სახიფათი იქნება, მაგრამ ამის შესახებ ხელისუფლებისთვის არავის მოუმართავს. ეს ერთგვარი ზონდაჟი იყო. ამიტომაც კურცმა საზოგადოებრივი პასუხი უკვე მიიღო. ზუსტად ასეთივე აგრესია შეხვდა მას ბალკანეთის ქვეყნებიდანაც. საქართველოს თავისი სერიოზული პრობლემები აქვს დევნილების თვალსაზრისით.

 

ჩვენ 1 800- ზე მეტმა დევნილმა მოგვმართა. დაახლოებით 1 000 კაცამდე ისედაც არის საქართველოს ტერიტორიაზე. მარტყოფის ბანაკებშიც არიან დევნილები და გაერო ახლა აფართოებს ამ მარტყოფის ბანაკს. პრაქტიკულად მეორე ბანაკს აკეთებს.

 

საქართველოში დევნილთა მიღების პროცედურა გრძელდება, ოღონდ ეს არის ძალიან მცირერიცხოვანი. საბოლოო ჯამში შეიძლება ეს იყოს  300-400 კაცი. ქართველი საზოგადოება არ დაუშვებს იმას, რომ ლტოლვილების რიცხვის გაზრდით დემოგრაფიულ სურათს საფრთხე დაემუქროს", - ამბობს მამუკა არეშიძე.

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner