logo_geo
eng_logo
ჯუმბერ კირვალიძე: გამსახურდიას წინააღმდეგ თქვენი ქმედება იყო ანტისახელმწიფოებრივი!
- +

18 თებერვალი. 2016. 18:57


 

პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე საქართველოს პარლამენტის წევრს დავით ბერძენიშვილს განცხადებით მიმართავს. „რეპორტიორი" განცხადების ტექსტს გთავაზობთ:

 

„რესპუბლიკელმა" დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრის, რესპუბლიკელი თინა ხიდაშელის წინააღმდეგ მიმდინარეობს ორკესტრირებული კამპანია. ბერძენიშვილის ლოგიკის მიხედვით, „მრეწველთა პარტიის" ლიდერის გოგი თოფაძის მოსაზრება ხიდაშელის ბრალეულობასთან დაკავშირებით (იგულისხმება გასული წლის საგარეჯოს მაჟორიტარული არჩევნების შედეგების გაყალბება), სხვა არაფერია, თუ არა „შეკვეთილი ქმედება", რომელიც შეიძლება იმართებოდეს როგორც ქვეყნის შიგნიდან, ისე გარედან. ბერძენიშვილის თქმით, ეს არის ანტისახელისუფლებო, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული კამპანია. თვითონ არკვიონ „მტყუან-მართალი", უბრალოდ, გამომდინარე ბერძენიშვილის „ლოგიკიდან", რომლის მიხედვით, იგი თოფაძეს „ქვეყნის მტრად" რაცხავს, მასთან მიჩნდება ერთი მარტივი შეკითხვა - როდესაც 1991 წელს, თქვენ და თქვენი უფროსი ძმა, ბ-ნი ლევან ბერძენიშვილი, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას ებრძოდით, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის და თავისუფლების მოსაპოვებლად იბრძოდა, აი მაშინ, თქვენი და თქვენი პარტიის ქმედება იყო თუ არა (როგორც დღეს „მჭევრმეტყველებთ") ანტისახელისუფლებო, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქართული?! სანამ მიპასუხებთ, მე გეტყვით ზუსტად და პირუთვნელად, რომ დიახ, იყო და თქვენ, ბატონო დავით, ასევე თქვენი ძმაც და იმდროინდელი თქვენი „პარტიელებიც", ვერასოდეს ჩამოირეცხავთ იმ სისხლს, რომელიც „თქვენნაირი პოლიტიკოსების" გამო (სხვა ეპითეტებს არ გაკადრებთ), დაიღვარა თბილისში, რუსთაველის გამზირზე და რომლის მორალურ-პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ და სხვა შედეგებს დღემდე იმკის საქართველო და ქართველი ხალხი!!!" - ნათქვამია ჯუმბერ კირვალიძის განცხადებაში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner