logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: ესეც თქვენი კლარას 8 მარტი...
- +

9 მარტი. 2017. 17:07



მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ესეც თქვენი კლარას 8 მარტი. ვფიქრობ, რომ ასაკრძალია ასეთი ტიპის ე.წ. ფემინისტური ორგანიზაციები, ხოლო მისი ლიდერები სამკურნალოა. როდესაც ეს ნაძირლები ასეთი უხამსი ლოზუნგებით გამოდიან დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე, ეს არის ბავშვთა უფლებების შელახვა. წარმოიდგინეთ, ასეირნებთ ბავშვებს და ეს ავადმყოფები შეგხვდნენ თავიანთი უზნეო-უზრდელური პლაკატებით. მოვა ის დრო მალე, როდესაც ამ ავადმყოფებს თავიანთ ადგილს მივუჩენთ", - წერს ბრეგაძე.


 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner