სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დავით ჩუბინიძე დამნაშავედ სცნო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ" ქვეპუნქტით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2017 წლის 10 იანვარს, ვანის რაიონის სოფელ ამაღლებაში, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევმა მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა დავით ჩუბინიძემ, საკუთარ საცხოვრებელ სახლში სცემა 55 წლის მამა და 78 წლის ბებია, ხოლო შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დავით ჩუბინიძის მიერ ჩადენილი ძალადობის შედეგად აღნიშნულმა პირებმა მიიღეს სხეულის დაზიანებები და განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
ვინაიდან დავით ჩუბინიძე თავს არიდებდა გამოძიებას, მას დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ" ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ, რამაც გამოიწვია მათი ფიზიკური ტკივილი) და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. ძებნილი დავით ჩუბინიძე სამართალდამცველებმა 2017 წლის 21 იანვარს ვანის რაიონის სოფელ ამაღლებაში დააკავეს.
სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.