არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდის დაფინანსებით, ბათუმი - ახალციხის გზის ხულო-გოდერძის მონაკვეთის მშენებლობა დაფინანსდება. შესაბამისი შეთანხმების რატიფიცირება საქართველოს პარლამენტში განხორციელდა, რომლის თანახმადაც საქართველო არაბული ფონდიდან 8 მლნ ქუვეითურ დინარს (26,5 მილიონი აშშ დოლარი) მიიღებს.
აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს ბათუმი-ახალციხის არსებული ორზოლიანი გზის დაახლოებით 29 კმ. მონაკვეთის (ხულო-გოდერძის მონაკვეთი) რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას. პროექტი ასევე მოიცავს აღნიშნულ მონაკვეთზე 4 ხიდის რეკონსტრუქციას, წყალგამტარი მილების, შესაბამისი სადრენაჟო სისტემების მოწყობას და ასევე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მონიშვნებს.