logo_geo
eng_logo
ქუვეითური ფონდის დაფინანსებით, ხულო-გოდერძის საგზაო მონაკვეთი აშენდება
- +

9 მარტი. 2017. 20:23


 

არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდის დაფინანსებით, ბათუმი - ახალციხის გზის ხულო-გოდერძის მონაკვეთის მშენებლობა დაფინანსდება. შესაბამისი შეთანხმების რატიფიცირება  საქართველოს პარლამენტში განხორციელდა, რომლის თანახმადაც საქართველო არაბული ფონდიდან 8 მლნ ქუვეითურ დინარს (26,5 მილიონი აშშ დოლარი) მიიღებს.


აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს ბათუმი-ახალციხის არსებული ორზოლიანი გზის დაახლოებით 29 კმ. მონაკვეთის  (ხულო-გოდერძის მონაკვეთი) რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას. პროექტი ასევე მოიცავს აღნიშნულ მონაკვეთზე 4 ხიდის რეკონსტრუქციას, წყალგამტარი მილების, შესაბამისი სადრენაჟო სისტემების მოწყობას და ასევე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მონიშვნებს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner