logo_geo
eng_logo
გორში მდებარე ქარის ელექტროსადგური აუქციონზე გაიყიდება
- +

9 მარტი. 2017. 20:39


 

„ბიზნესკონტრაქტის" ინფორმაციით, გორში მდებარე ქარის ელექტროსადგური აუქციონზე გაიყიდება.


 „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა" და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას" შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის" აუქციონის გზით გასხვისებისთვის საჭირო ყველა ღონისძიების გატარება დაევალათ.


გორში მდებარე ქარის ელექტროსადგური სატესტო რეჟიმიდან 2017 წლის 27 იანვრიდან მოიხსნა და კვალიფიციურ საწარმოდ დარეგისტრირდა. შესაბამისად, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი სადგურის მიერ გამომუშავებულ 1 კვტ.სთ ელექტროენერგიას 6.89 აშშ ცენტად ყიდულობს.


2017 წლის თებერვლის თვეში „ქართლის ქარის ელექტროსადგურმა" 5,774 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner