ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში გიორგი ბარამიძის განცხადებას შემდეგი სახის პოსტით ეხმაურება:
„ცინცხალი ანეგდოტი...
გიორგი ბარამიძე: „რა საშინელებებიც ეხლა ხდება, ჩვენ დროს არ ხდებოდა... „ოცნებამ" ადამიანი იმ დონემდე მიიყვანა, რომ დედა უარყო!"
აქ საუბარია მოსამართლე თამაზ ურთმელიძეზე, რომელმაც „რუსთავი 2"-ის საქმის განხილვისას განაცხადა, დედა ოჯახის წევრად არ ითვლებაო.
ჯერ ერთი, ურთმელიძე „ნაცების" დანიშნული მოსამართლე იყო და მეორეც - კანონი, რომლის თანახმადაც მშობლები ოჯახის წევრებად არ ითვლებიან, იგივე „ნაცების" მიღებულია.
მესამე - ბარამ ბატონო, თქვენ დროს უამრავ ადამიანს მარტო დედაზე კი არა, მამაზე, ცოლ-შვილზე, დეიდაშვილებზე, მამიდაშვილებზე, ქონებაზე და საკუთარ თავზეც კი ათქმევინეთ უარი!", - წერს ზედელაშვილი.