logo_geo
eng_logo
„თქვენ დროს უამრავ ადამიანს მარტო დედაზე კი არა, საკუთარ თავზეც ათქმევინეთ უარი!“
- +

9 მარტი. 2017. 20:56


 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში გიორგი ბარამიძის განცხადებას შემდეგი სახის პოსტით ეხმაურება:


„ცინცხალი ანეგდოტი...

 

გიორგი ბარამიძე: „რა საშინელებებიც ეხლა ხდება, ჩვენ დროს არ ხდებოდა... „ოცნებამ" ადამიანი იმ დონემდე მიიყვანა, რომ დედა უარყო!"

 

აქ საუბარია მოსამართლე თამაზ ურთმელიძეზე, რომელმაც „რუსთავი 2"-ის საქმის განხილვისას განაცხადა, დედა ოჯახის წევრად არ ითვლებაო.

 

ჯერ ერთი, ურთმელიძე „ნაცების" დანიშნული მოსამართლე იყო და მეორეც - კანონი, რომლის თანახმადაც მშობლები ოჯახის წევრებად არ ითვლებიან, იგივე „ნაცების" მიღებულია.

 

მესამე - ბარამ ბატონო, თქვენ დროს უამრავ ადამიანს მარტო დედაზე კი არა, მამაზე, ცოლ-შვილზე, დეიდაშვილებზე, მამიდაშვილებზე, ქონებაზე და საკუთარ თავზეც კი ათქმევინეთ უარი!", - წერს ზედელაშვილი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner