logo_geo
eng_logo
„საბავშვო ბაგა- ბაღებში მასწავლებლებზე ზეწოლა ხორციელდება“- არჩილ გამზარდია ბაღების მართვის სააგენტოს მიმართავს!
- +

29 მარტი. 2016. 22:27


საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია საბავშვო ბაგა-ბაღებში მომუშავე მასწავლებლების შევიწროების და უფლებების შელახვის ფაქტის შესახებ საუბრობს.


გამზარდიას მიერ გავრცელებული ინფრომაციით, ბაღები, რომელთა დირექტორებიც გათავისუფლებულია ან რომლებმაც იციან მათი გაწეული სამუშაოს ნეგატიური შეფასებების შესახებ, ამ დირექტორების დავალებით  მიმდინარეობს ზეწოლა მასწავლებლებზე - მასწავლებლებს აიძულებენ გაფიცვის ორგანიზებას ან გაფიცვაში თანამონაწილეობას.



„საბოტაჟი ბაღების დირექტორების მხრიდან და შევიწროებული მასწავლებლები:

 

მომდის ინფორმაცია, რომ  ბაღები, რომელთა  დირექტორებიც გათავისუფლებულია ან რომელთა დირექტორებმაც იციან მათი გაწეული სამუშაოს ნეგატიური შეფასებების შესახებ, ამ დირექტორების დავალებით ან ზეწოლით ან მათთან დაახლოებული თანამშრომლების ნაწილის მხრიდან მიმდინარეობს ზეწოლა მასწავლებლებზე - მასწავლებლებს აიძულებენ გაფიცვის ორგანიზებას ან გაფიცვაში თანამონაწილეობას, ამავე დირექტორების დავალებით, მასწავლებლების იმ ნაწილს, რომლებიც ეთანხმებიან ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებას, ავიწროებენ, გამოდიან მათ წინააღმდეგ ბრალდებებით, უქმნიან სტრესულ გარემოს, აშინებენ სამსახურებიდან განთავისუფლების მუქარით და ..

 

ასეთი ინფორმაცია არაერთი მომივიდა და ზედმეტად არ გავშლი, თუმცა, მივმართავ ბაღების მართვის სააგენტოს ოფიციალურად, რომ დაიცვას კეთილსინდისიერი მასწავლებლების უფლებები, ყურადღება მიადევნონ თავგასული დირექტორების ქმედებებს, შეაფასონ და დასაჯონ ადეკვატურად კანონის ფარგლებში. ასევე ყურადღებით მოეკიდონ იმ ფაქტს, რომ მსგავს ბაღებში არაერთი შემთხვევა გვაქვს, როდესაც დირექტორები ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ მასწავლებლებში არ არსებული რეგულაციების შესახებ, რომ თავი უსამართლო ზეწოლის ქვეშ იგრძნონ მასწავლებლებმა და დაუპირისპირდნენ სააგენტოს.

 

აქვე ვთხოვდი სააგენტოს, რომ შეიქმნას მობილური ჯგუფი, რომლებიც ივლიან სააგენტოებში და მასწავლებლებს პირადად გააცნობენ მათ უფლება-მოვალეობებს მიმდინარე წესებში, სიახლეებს და .. სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, საქმე გვქონდეს არაკეთილსინდისიერი მმართველების მიზანმიმართულ საბოტაჟთან, რაც ბოლო პერიოდში შეიმჩნევა."


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner