logo_geo
eng_logo
დონალდ ტუსკი: ყველა ღონეს ვიხმარ იმისთვის, რომ ევროკავშირი უკეთესი გახდეს
- +

9 მარტი. 2017. 22:04



ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორე ვადით არჩეული დონალდ ტუსკი მხარდაჭერისთვის მადლობას იხდის და აცხადებს, რომ ევროკავშირის გასაუმჯობესებლად ყველა ღონეს იხმარს. ამის შესახებ ტუსკი twitter-ის პირად გვერდზე წერს.


„მადლობელი ვარ ნდობისა და დადებითი შეფასებისთვის. ყველა ღონეს ვიხმარ იმისთვის, რომ ევროკავშირი უკეთესი გახდეს", - წერს ტუსკი.


პოლონეთის ყოფილი პრემიერი დონალდ ტუსკი დღეს, 27 ხმით ერთის წინააღმდეგ, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობაზე ხელმეორედ აირჩიეს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner