ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორე ვადით არჩეული დონალდ ტუსკი მხარდაჭერისთვის მადლობას იხდის და აცხადებს, რომ ევროკავშირის გასაუმჯობესებლად ყველა ღონეს იხმარს. ამის შესახებ ტუსკი twitter-ის პირად გვერდზე წერს.
„მადლობელი ვარ ნდობისა და დადებითი შეფასებისთვის. ყველა ღონეს ვიხმარ იმისთვის, რომ ევროკავშირი უკეთესი გახდეს", - წერს ტუსკი.
პოლონეთის ყოფილი პრემიერი დონალდ ტუსკი დღეს, 27 ხმით ერთის წინააღმდეგ, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობაზე ხელმეორედ აირჩიეს.