logo_geo
eng_logo
უკრაინაში ქართველი პროკურორი ალექსანდრე მოდებაძე დააკავეს
- +

29 მარტი. 2016. 22:39


უკრაინის სამხრეთის რეგიონის სამხედრო პროკურატურამ ოდესის ოლქის პროკურატურის თანამშრომელი ალექსანდრე მოდებაძე დააკავა, რომელიც ქრთამის აღებაშია ეჭვმიტანილი.


ამის შესახებ გენერალური პროკურატურის პროკურორმა ვლადისლავ კუცენკომ განაცხადა.

მოდებაძე, რომელიც დავით საყვარელიძემ პროკურორად მიმდინარე წლის 16 მარტს დანიშნა, 5 ათასი აშშ დოლარის ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.



"თანხას ის იმ სისხლის სამართლის საქმის დახურვისთვის იღებდა, რომელიც პოლიციაშია აღძრული. ასევე ქონებაზე დადებული ყადაღის ახსნისთვის", - აღნიშნა კუცენკომ.


დღეს უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ვიკტორ შოკინმა დავით საყვარელიძე გენპროკურორის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner