ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ობიექტურობანას ისინი მაინც ნუ ითხოვთ და ნუ თამაშობთ, განსხვავებული აზრის გამო ადამიანების სიებს რომ ადგენთ და აფრიალებთ. ჩასაფრებულები რომ ეძებთ იქნებ „გამოიჭიროთ" ვინმე რამე ერთში მაინც თქვენგან განსხვავებულ პოზიციაში -თუნდაც სხვა ყველაფერში ერთი აზრი გქონდეთ. ის სხვაობა კი არაა პრობლემა, იმ ერთი განსხვავების ატანაც რომ არ შეგიძლიათ და თავი ობიექტურად და სამართლიანად მოგაქვთ ეგაა საშინელება",- წერს რაზმაძე.