გამოცემა Европейская правда-ის ინფორმაციით, ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა კომიტეტმა უკრაინისთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თაობაზე კანონპროექტი დაამტკიცა.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, კანონპროექტს მხარი კომიტეტის 39 წევრმა დაუჭირა, ოთხი წინააღმდეგ წავიდა, ხოლო ერთმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო Facebook -ის პირად გვერდზე ევროპარლამენტის კომიტეტის გადაწყვეტილებას მიესალმა და განაცხადა, რომ ევროპის პარლამენტი უკრაინის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედებას აპრილში გეგმავს.