„დღეს ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა სააკოვის ბინძური რეჟიმის მიერ რეპრესირებული ყოფილი პოლიტპატიმარი, უწესიერესი კაცი რეზო ბულია უკანასკნელ გზაზე გააცილეს...",- ამის შესახებ ჟურნალისტი ზაზა დავითაია სოციალურ ქსელში წერს.
„კაცს სრულიად უსაფუძვლოდ დააბრალეს შეიარაღებული გადატრიალების მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობა და 4,5 წლით ციხეში გამოკეტეს... ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, არამცთუ სამართლიანობის აღდგენას ვერ ეღირსა, ამ ხელისუფლებამ მისთვის პოლიტპატიმრის სტატუსიც არ გაიმეტა!
რეზო, მსუბუქი იყოს შენთვის ქართული მიწა, შენმა სულმა კი, დაე, მართალთა შორის დაივანოს სასუფეველში!",- წერს ზაზა დავითაია.