logo_geo
eng_logo
ვახტანგ ხმალაძე: მიმაჩნია, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტის არჩევნები უნდა იყოს არაპირდაპირი
- +

10 მარტი. 2017. 01:04



კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ გადაცემა „პრიორიტეტში" განაცხადა, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტის არჩევნები უნდა იყოს არაპირდაპირი. მისი თქმით, საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტი აღმასრულებელი უფლებამოსილებით არ არის აღჭურვილი და კანონების განხორციელებაში პრეზიდენტი მონაწილეობას ვერ იღებს. კანონშემოქმედებით პროცესში კი მისი მონაწილეობა არის მინიმალური.


„არჩევნების დროს კანდიდატები ამომრჩევლებს თავიანთ პროგრამებს წარუდგენენ ხოლმე და ცდილობენ დაარწმუნონ, რომ მათ მიერ წარდგენილი პროგრამა უფრო სასარგებლოა ამომრჩევლისთვის. პრეზიდენტობის კანდიდატები ასეთ პროგრამას ვერ წარადგენენ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ისინი ვერც კანონებს დაადგენენ და არც მათი აღსრულება შედის პრეზიდენტის უფლებამოსილებაში",- განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.


მან პრეზიდენტის არაპირდაპირი გზით არჩევის უპირატესობის მიზეზად ისიც დაასახელა, რომ ამომრჩევლის მიერ პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტისაგან ამომრჩევლები ითხოვენ ხოლმე ისეთი საკითხების გადაწყვეტას, რომლის უფლებაც პრეზიდენტს არ გააჩნია. "ესეც პრობლემას  ქმნის".


„პირდაპირი წესით არჩეულ პრეზიდენტს, ძველი დემოკრატიის ქვეყნებშიც კი, უჩნდება პრეტენზია თავის თავზე აიღოს უფრო მეტი ვიდრე ამის უფლება აქვს. ამას კი დაძაბულობა შეაქვს სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობაში", -აღნიშნა ხმალაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner